შოთა გლურჯიძე: ჩვენო შიგევროპიელებო – სანამ არ დაკეტილა ეს უვიზო და მადლიანი ევროპეას კარიბჭე, თავს უნდა უშველოთ და დროზე უნდა წახვიდეთ საკრალურ აღთქმულ მიწაზე… ჩვენ ბნელნი ამა ქვეყნისა, დავრჩებით აქ

“ჩვენო შიგევროპიელებო –
სანამ არ დაკეტილა ეს უვიზო და მადლიანი ევროპეას კარიბჭე, თავს უნდა უშველოთ და დროზე უნდა წახვიდეთ საკრალურ აღთქმულ მიწაზე, სადაც არა არს ჭმუნვაი და სადაც ნათელნი, ფერადნი, ლამაზნი, მართალნი ბერბოკნი ბინადრობენ.
ჩვენ ბნელნი ამა ქვეყნისა, ვისაც ისედაც არ შეგვესვლება ამ წმინდა სავანეში, დავრჩებით აქ, ამ გაუსაძლისი რეჟიმის დიქტატურაში, საყოველთაო კორუფციაში და უმძიმეს პროპაგანდაში.
ალბათ ისევ ავღმართავთ ბელადის ძეგლებს, მოვიწვევთ ვიზიტით რაულ კასტროს, სერგეი გავრილოვს, ევო მორალესს, ნიკოლა მადუროს, აღვადგენთ პროლეტარიატის დიქტატურას და ხალხთა შორის ურყევ მეგობრობას. გავაუქმებთ კერძო საკუთრებას, მაკდონალდს, კოკა-კოლას და აღვადგენთ ლაღიძის წყლებს, პონჩიკებს, ჩებურეკებს, ჩიჟი-პიჟს და ენჟუ-პენჟუს.
ვიცხოვრებთ ასე, გაუსაძლის ოხანაშვილის ტერორში და ღამით, მოგუდულად, რადიო თავისუფლებაში, აან ამერიკის ხმაში (იმედია ამ დროისთვის თქვენს ნათელს რომ იხილავს, ტრამპი მოკვდება და აღდგება რადიოს მაუწყებლობა) მოვისმენთ სტეფანეს და ნინო ქათამაძის ეგზერსისებს, თუ კობახიძემ არ ჩაახშო ნინო ქათამაძე ანრი ჯოხაძით.
მოკლედ – ჩვენ აქ, გულაგში ვეწამებით და თქვენ იქ, დემოკრატიაში გაიხარეთ!!!!
ჭირი აქა, ლხინი იქა, ქატო აქა, ფქვილი იქა!!!” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი შოთა გლურჯიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)