შოთა გლურჯიძე: ჩემი აზრით, საახალწლო მილოცვა ამდენი პატივცემული ჩინოვნიკის და ბუმბერაზი სახელმწიფო მოხელის მონაწილეობით ნამეტანი პომპეზურია

მხატვარი შოთა გლურჯიძე:
ჩემი აზრით, საახალწლო მილოცვა ამდენი პატივცემული ჩინოვნიკის და ბუმბერაზი სახელმწიფო მოხელის მონაწილეობით ნამეტანი პომპეზურია.
თან, ჩვენს პატივცემულ ჩინოვნიკებს უამრავი ეროვნული მასშტაბის გამოწვევა და საფიქრალი აქვთ, მაგალითად – როგორ დაამარცხონ სიღარიბე კორუფციის მასშტაბის მდგრადი ზრდის სტიმულირებით და შესაბამისად კორუფციაში ჩართული მოსახლეობის მზარდი რიცხვის დოვლათის მკვეთრი გაუმჯობესებით.
საახალწლო მილოცვისთვის და ჩვენი თანამემამულეების გულების გასათბობად, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის დალოცვა და ს მილოცვა სავსებით საკმარისი მგონია, თან საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი რომელსაც ასეთი საახალწლო მიმართვა არ გაუხარდება.
მოკლედ – მთავრობაც არ მოწყდება სიღარიბის დაძლევას და ახალი წელიც კოხტა და ლამაზი გამოვა.