შოთა ბურჯანაძე – საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო შესაბამის სარგებელს პოულობს

ის, რომ 2023 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია, – ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე. მისივე თქმით, დატვირთულობის მხრივ ივლისი და აგვისტო კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რითაც უფრო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტები ისარგებლებენ.
„საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო შესაბამის სარგებელს პოულობს. რა თქმა უნდა აქ საუბარია ქვეყნის ეკონომიკაზე და ყველა სხვა მომიჯნავე სექტორზე. ის ფაქტი, რომ 2023 წელთან შედარებით იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს, ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია. სიმართლე, რომ გითხრათ, იმ მოვლენების შემდეგ რაც ქვეყანაში განვითარდა, გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო და სასიხარულოა, რომ ეს ფაქტი გამოსწორდა იმ ჯავშნების უკან დაბრუნების შემდეგ რასაც მაისში ჰქონდა ადგილი.
ვფიქრობ, რომ ივლისი და აგვისტო იქნება უფრო „ცხელი“. გამორჩეულად ისარგებლებს აჭარის მხარე და უფრო დიდი მოთხოვნა იქნება საზღვაო კურორტებზე და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დადებითაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ზოგადად ტურიზმის სექტორზე“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

4 ოქტომბრის საქმეზე მოწმე პოლიციელი: ათონელის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც მაქსიმალურად ვითმენდით, მე თავის არეში მომხდა ფილა – ვინ ისროლა, არ დამინახავს