შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე: ცალ­კე თე­მაა ხვი­ჩას შე­უ­პო­ვა­რი და უში­შა­რი ხა­სი­ა­თი: დიახ, “თავ­ხე­დი” უნდა იყო მო­ე­დან­ზე – ამ სი­ტყვის კარ­გი გა­გე­ბით

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მ სპორტულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, ზეც ისაუბრა და განაცხადა.

– შენ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ან თავ­დამ­სხმელს, ხვი­ჩას რა თვი­სე­ბე­ბი მოგ­წონს?

“ყვე­ლა­ფე­რი აქვს: ტექ­ნი­კა, სის­წრა­ფე, პასი, ორი­ენ­ტა­ცია ბურ­თით თუ უბურ­თოდ… ძა­ლი­ან სწო­რად თა­მა­შობს! უბ­რა­ლოდ და სწო­რად თა­მა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ამა­ვე დროს, სულ კა­რის­კენ იწევს. გა­ნი­ვად, “შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით” კი არა, პირ­და­პირ კა­რის­კენ! მგო­ნი, დანა არ ჭრის კა­რაქს ისე, რო­გორც ხვი­ჩა ჭრის გზას მე­ტო­ქის კა­რის­კენ. “გვერ­დზე გამ­სვლე­ლი” შემ­ტე­ვე­ბის­გან ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტო­მაც აქვს ასე­თი სტა­ტის­ტი­კა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. თუ რამე მეს­მის – ფეხ­ბურ­თია და ასე­თი რა­ღაც არ გა­მომ­რჩე­ბა. თა­მა­შის დრო­საც იშ­ვი­ა­თად თუ ვე­ხე­ბო­დი ბურთს ზედ­მე­ტად და ამი­ტომ იყო, რომ ჩემ­თვის ფეხ­ში მაგ­რად არც ჩა­ურ­ტყამთ – მა­ში­ნაც კი, როცა ცუ­დად ვთა­მა­შობ­დი.

ხვი­ჩა ბუ­ნებ­რი­ვად თა­მა­შობს სწო­რად და არა იმი­ტომ, რომ სპა­ლე­ტი სთხოვს ან უკ­რძა­ლავს რა­მეს, თა­ნაც, ჯანი და სის­წრა­ფე გე­ნით მოჰ­ყვე­ბა – მა­მა­მი­სიც ასე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი იყო. მე რომ ეგე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი… ცალ­კე თე­მაა ხვი­ჩას შე­უ­პო­ვა­რი და უში­შა­რი ხა­სი­ა­თი: დიახ, “თავ­ხე­დი” უნდა იყო მო­ე­დან­ზე – ამ სი­ტყვის კარ­გი გა­გე­ბით. ეს მისი სამ­ყა­როა და თა­მა­შის დროს ამი­ტო­მაც არის ასე­თი.– განაცახადა შოთამ.

ასევე დაგაინტერესებთ