შოთა არველაძემ კარაგუმრუქის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

შოთა არველაძემ თურქული კარაგუმრუქის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდი ტრაბზონსფორთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა.
არველაძის თქმით, მას ძალიან უყვარს კარაგუმრუქი, მაგრამ თანამდებობას ტოვებს და თვლის, რომ ამას სწორ დროს აკეთებს.
თურქეთის სუპერლიგის გუნდში კარაგუმრუქი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლის თებერვალში დაინიშნა.