თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასვლაზე „ბეშიქთაშთან“ 0:3 დამარცხდა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ფერნანდუ სანტუში ჩაუდგა სათავეში.
„ფატიჰ კარაგუმრუკი“ ამ მომენტისთვის 20 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 16 იანვარს თასზე მეორე ლიგის „კირკლარელისპორს“ უმასპინძლებს.
ბეშიქთაში – ფატიჰ კარაგუმრუკი 3:0
გოლები: 1:0 კილიჩსოი (62), 2:0 რაშიცა (65), 3:0 ფერნანდესი (90+2)