“შოვში 34 ადამიანის სიკვდილი რომ შერჩათ, მოხალისეების დევნა რომ შერჩათ, გურიაში მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება” – მათე ბაღაშვილი –

1 სრული დღე არ ვიცოდი ვინ დამეღუპა და ვინ დამრჩა ცოცხალი 1 სრული დღე არ ვიცოდი ჩემი სახლი წყალმა წაიღო თუ ტალახმა აი, ამ გაურკვევლობაში და გაუგებრობაში ან შენ კვდები ნერვიულობისგან, ან შენი ახლობელი — ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უმოქმედობისგან არავინ პასუხს არ გცემს: შენიანები — გარე სამყაროსგან არიან მოწყვეტილები, ჩინოვნიკები — რეალობას გაჯერებენ, რომ ყველაფერი კარგად არის და სიტუაციას მართავენ ხელისუფლების სატელიტი მედიები აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას, რომ სტიქიიდან მოსახლეობა უდანაკარგოდ გამოძვრა და ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მერე ისმის ზარები და გეუბნებიან, რომ შენი ნათესავები დაიკარგნენ და ვეღარ პოულობენ მალევე იგებ, რომ შენი ახლობლები დაიღუპნენ, ზოგი კი ტალახშია ჩაფლული და ღამით მათი პოვნა-ძებნის სამუშაოებს აჩერებენ დილით იგებ, რომ 10-დან 9 ახლობელი დაგეღუპა, შენი სახლის უკან ცხედრები იპოვეს და ყველაფერს ერთდროულად კარგავ რომ შერჩათ 34 ადამიანის სიკვდილი რომ შერჩათ გარდაცვლილთა ოჯახებს 20,000 ლარები რომ ჩამოურიგეს და ეს შერჩათ მოხალისეების დევნა რომ შერჩათ ადგილობრივების ტერორი რომ შერჩათ გურიაში მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება ბუნებას ვერავინ აღუდგება წინ, მაგრამ შეგიძლია წინ აღუდგე უპასუხისმგებლობას, კორუმპირებულობას, ნების არარსებობას, არაპროფესიონალიზმს, ინდეფერენტულობას.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მგონია, რომ ზვიადი, ილია, კოსტავა ყველა ციხეში ზის დღეს ამ ბიჭების [სინდისის პატიმრების] სახით იმდენად გონიერები, გმირები არიან… გაუძელით, ჩვენ გავიმარჯვებთ… მზია ამაღლობელი კი, არის ამ მთავრობის შავი ლაქა

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს