“შოვში, სტიქიის არეალში დაუშვებელია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა” – სააგენტოს ანგარიში

გარემოს ეროვნული სააგენტო 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. საუბარია ს ტრაგედიაზე, რომელსაც 33 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები.
ანგარიშში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრეცლების არეალისთვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.