შოვში აშენდება ტაძარი, არის თხოვნები ტეროტირიის მოწესრიგებაზე, ყველაფერი გაკეთდება – პრემიერი

შოვის ტრაგედიის წლისთავზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ შოვში აშენდება ტაძარი და ტერიტორია, სადაც შარშანდელი სტიქიის შემდეგ ქვა-ღორღის გორებია, მოწესრიგდება.
„ჩვენი ვალია, მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისულფებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება რომ ყველა მოთხოვნა შევასრულოთ“, – განაცხადა პრემიერმა კობახიძემ რაჭაში ყოფნისას 3 აგვისტს.
„ასევე, იცით ალბათ, რომ ტაძარი აშენდება. ესეც არის ერთვვარი მცირე თანაგრძნობა, რაც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, – განაცხადა მან.
ს ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა.
მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ