შოვის ნაცვლად მრავალძალი – რაზე შეთანხმდნენ კურორტ შოვის განვითარების ავტორები სახელმწიფოსთან?

რაჭაში, ს ნაცვლად მრავალძალის კურორტი განვითარდება – ასეთია სახელმწიფოსა და კურორტ შოვის განვითარების პროექტის ავტორების შეთანხმება, რომლებიც შოვის ტრაგედიის შემდეგ სახელმწიფოს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა სთხოვდნენ. მიზეზი შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია იყო, რომლის მიხედვითაც სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.