შობის დღესასწაულის დადგომისას პაპი მორწმუნეებს გაბედულებისკენ მოუწოდებს, რათა მსოფლიო უკეთესი გახდეს

შობის დღესასწაულის დადგომისას რომის პაპმა, ფრანცისკემ კათოლიკეებს მიმართა და უთხრა, რომ იესოს ღარიბი დურგლის ოჯახში დაბადების ამბავმა იმედი უნდა აღძრას – მსოფლიოზე გავლენის მოხდენა ყველა ადამიანს შეუძლია.
პაპმა უხელმძღვანელა საშობაო მესას წმინდა პეტრეს ტაძარში და გახსნა კათოლიკეთა წმინდა წელი, 2025 – რომლის განმავლობაშიც, ს მოლოდინით, რომს 32 მილიონი ტურისტი ესტუმრება.
ქადაგებაში, რომელიც კონცენტრირებული იყო იმედის მნიშვნელობაზე – რადგან იმედი წმინდა წლის თემაც არის – პაპმა თქვა: “იმედი მოგვიწოდებს… გულისწყრომით მოვეკიდოთ მოვლენებს, რომლებიც არასწორია და გაბედულება ვიპოვოთ მათ შესაცვლელად”.
კათოლიკეთა წმინდა წელიწადი მიიჩნევა მშვიდობისა და პატიების დროდ. როგორც წესი, ის 25 წელიწადში ერთხელ აღინიშნება. მომლოცველები, რომლებიც რომში ამ წლის განმავლობაში ჩავლენ, შეძლებენ განსაკუთრებული ინდულგენციის, ანუ ცოდვების მიტევების მიღებას. ეს პერიოდი 2026 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდება.
24 დეკემბერს ფრანცისკემ უხელმძღვანელა წმინდა პეტრეს ტაძრის ბრინჯაოთი მოჭედილი “წმინდა კარის” გახსნის ცერემონიას – ეს კარი მხოლოდ წმინდა წელიწადის განმავლობაშია ღია. ს მოლოდინით, მომავალი წლის განმავლობაში ამ კარში ყოველდღიურად 100 000-მდე მომლოცველი გაივლის.
თავის ქადაგებაში პაპმა განვითარებულ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდა წმინდა წელიწადი გამოიყენონ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის ტვირთის შესამსუბუქებლად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს