შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს შობას დღესასწაულობს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, სასულიერო პირებსა და მრევლს შობა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორებმა.
“სამცხე-ჯავახეთში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა.
ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა დეკანოზმა იაკობ ბენიძემ აღავლინა. საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე.
რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით დვალიშვილი უძღვებოდა. ტაძარში იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.