შობის დილას ბიონსეს ბავშვობის სახლში ხანძარი გაჩნდა

შობის დილას მსოფლიო ვარსკვლავის, მომღერალ ბიონსეს ბავშვობის სახლში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ჰიუსტონის სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მეხანძრეების მისვლამდე სახლის მეორე სართული უკვე მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული.
სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ოჯახმა, რომელიც ახლა ჰიუსტონის სახლში ცხოვრობს, სახლიდან გამოსვლა უსაფრთხოდ შეძლო.
მედიის ინფორმაციით, როზედეილის ქუჩაზე მდებარე აგურის სახლი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა. რეალტორმა Good Morning America-ს განუცხადა, რომ ნოულსის ოჯახმა სახლი 1982 წელს იყიდა და იქ ცხოვრობდა, სანამ ბიონსე დაახლოებით 5 წლის გახდებოდა.