“კალიარის” 28 წლის ჩეხი ნახევარმცველი იაკუბ იანკტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მამაკაცს კოცნის და მსოფლის შობის დღესასწაული მიულოცა.
იანკტომ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში პრაღის “სპარტაში” თამაშის დროს განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და ამის დაფარვა აღარ სურდა.
ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ კი მან საზოგადოებისგან არაერთი მხარდამჭერი კომენტარი მიიღო. იანკტო გახდა სერია A-ში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საჯარაოდ აღიარა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა.
ჩეხი მიმდინარე სეზონში მოედანზე არცერთი წუთით არ გამოჩენილა. მას
წარსულში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაღის “სპარტაში”, “ხეტაფეში”, “სამპოდორიაში”, “უდინეზესა” და “ასკოლიში” უთამაშია.