შობადობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია, ყველაზე დაბალი – ონსა და ცაგერში

2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დაბადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, შობადობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (15.4), მესტიის მუნიციპალიტეტში (14.2), ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში და სამცხე-ჯავახეთში (ადიგენის – 12.7, ასპინძის – 11.3, და დმანისის მუნიციპალიტეტებში – 12.6), ასევე საკმაოდ მაღალია მაღალმთიან აჭარაში (შუახევი – 12.2 და ქედა – 11.5, თუმცა ხულოში უფრო ნაკლებია – 10.5), ხოლო დაბალია თიანეთის მუნიციპალიტეტში (6.3), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (7.9), დუშეთის მუნიციპალიტეტში (8.2), ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (8.6), ონის მუნიციპალიტეტში (8.7) და ცაგერის მუნიციპალიტეტში (8.8), ხოლო ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითია შუახევის, მესტიის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
ფოტო: მთის ამბები