შმიგალი: უკრაინა მხარს დაუჭერს დიდ ბრიტანეთს, თუ მას რუსეთი დაესხმება თავს

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა თქვა, რომ მხარს დაუჭერს დიდ ბრიტანეთს, თუ მას დაესხმება თავს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის დადებული შეთანხმება ორმხრივია. რაც იმას გულისხმობს, რომ ამ(რუსეთ-უკრაინის) ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთთან დადებული მხარდაჭერის შეთანხმება დარჩება.
და არა მხოლოდ ბრიტანეთია ვალდებული 24 საათის განმავლობაში რეაგირება მოახდინოს, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, არამედ უკრაინაც დაიცავს თავის მოკავშირესა და პარტნიორს, ამა თუ იმ გზით მხარს დაუჭერს ბრიტანეთს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში”. – თქვა პრემიერმა.
12 იანვარს კიევს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ეწვია. შეხვედრის ფარგლებში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულება დაიდო. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მომავალში რუსეთის მიერ ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.