უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1,34 მილიარდ დოლარს გადასცემს. ეს თანხები განსაკუთრებით სოციალურ გადასახადებს მოხმარდება.
“ეს თანხები მოხმარდება პენსიების, მასწავლებელთა ხელფასების, დევნილთა მხარდაჭერისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა პრიორიტეტულ ხარჯებს”, – განაცხადა შმიგალმა.
მისივე განცხადებით, ამ დაფინანსების პაკეტის უმეტესი ნაწილი – 1,086 მილიარდი – მოდის იაპონიის მთავრობაზე, მეორე ნაწილი არის გრანტები აშშ-დან, შვეიცარიიდან და უკრაინის მხარდაჭერის, აღდგენისა და რეფორმის ფონდიდან.