შმაგი სამხარაძე: უკრაინა ხო გაუძლებს ამჯერადაც რუსეთის პუსტა პუსტა „ბლიცკრიგს” – ხოდა მიდგება ასე ოქტომბრიდან და იმდენ დრონს შეუსევს, რო თავბედს აწყევლინებს რუსეთს – 200 000ს აწარმოებს თვეში!

მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე:
აგვისტოსთვის ამზადებდა მასშტაბურ შეტევას ში.
თუმცა დასავლეთის ფოკუსი და ყურადღება იმდენად გაიზარდა, რომ აქითა მხარესაც შეაქვს უკრაინაში იარაღი და საკმაოდ დიდი მზადებაა.
ეხლა ნახეთ რაშია საქმე და რა ხდება.
უკრაინა ხო გაუძლებს ამჯერადაც რუსეთის პუსტა პუსტა „ბლიცკრიგს” – ხოდა მიდგება ასე ოქტომბრიდან და იმდენ დრონს შეუსევს, რო თავბედს აწყევლინებს რუსეთს – 200 000ს აწარმოებს თვეში!
წარმოიდგინეთ საბომჟეთის თავზე მილიონი დრონი..
ეს ყველაფერი იმის ფონზე, რო რუსეთის ბიუჯეტი არის დეფიციტში და ეკონომიკა რეცესიას და სტაგნაციას უახლოვდება..
რამდენი თანხაც არ უნდა ამოიღონ საკუთარი გუნდის წევრებიდან, ვინც არ უნდა გადმოაგდონ ფანჯრიდან ან მიიყვანონ „თვითმკვლელობამდე” – ეკონომიკას ეგ არ უშველის.
ახლა დაფიქრდით
ამას ხო ჩვენ ვამჩნევთ და ვხედავთ რაც თვალწინაა, ხოდა თქვენი აზრით ამას არ ხედავს რუსეთის ირგვლივ ქვეყნების დაზვერვა და ანალიტიკა?
რო არაფერი ვთქვათ საერთოდ ევროპაზე, ამერიკაზე, ბრიტანეთზე და თუნდაც ჩინეთზე?
ხოდა თქვენი აზრით, როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები?
სომხეთი და აზერბაიჯანი კიარა – ყაზახეთი და უზბეკეთი რას იზამს უკვე მომდევნო წლის გაზაფხულიდან, ხვდებით??
არ გაინტერესებთ ქართველი ხალხი რას იზამს ამ ყველაფრის შემხედვარე?..
მაგი მე ვიცი. ამაზე მოგვიანებით