„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე:
გამოვიდნენ დღეს და აღიარეს დაგწამლეთ, ოღონდ სხვა ქიმიითო.
აქამდე 1 წელი იძახდნენ მხოლოდ წყალს გასხამდითო…
რამდენი ადამიანი მოატყუეს და დააჯერეს – რამდენს ალანძღინეს დაწამლული ხალხი…
ასე იტყუებიან უკლებლივ ყველაფერზე – არაბულ ქალაქებზე, ემიგრანტებზე, დემონსტრანტებზე, განათლების სისტემაზე, დევნილებზე, მაღაროელებზე, ბალდელებზე, საირმელებზე, ექიმებზე… ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ზ ე !
ახლა ინდოეთში გაუშვეს რუსებმა ინდოეთში პუტინის ვიზიტის წინ და ათობით ათასს ინდოელსაც ჩამოასახლებინებენ.
ესენი დადიან მხოლოდ იქ, სადაც რუსეთი უშვებს – ირანში, არაბებში, ინდოეთში, ჩინეთში…
აკეთებენ ყველაფერს რუსეთის დავალებით, მათ შორის ახორციელებენ რუსულ პოლიტიკას „საქართველო ქართველების გარეშე”.
ეგ კიარა, რუსეთის ვიცე პრემიერმა მილიონი ინდოელი რუსეთში უნდა ჩავასახლოთო, გუშინ თქვა, სამუშაო ძალა გვჭირდება გადამუშავებაშიო.
ევროპა იმდენი ლანძღეს რო იქედან აგდებენ მიგრანტებს, რომლებიც თურმე თავისთვის და ჩვენთვის ნდომებიათ…




