შმაგი სამხარაძე: ალ არაბ გოგ ხაინდრავამ მერე რა მოხდაო, 300 წელი იყვნენ არაბები თბილისშიო. ბავშვებო, ისტორიას რო კითხულობთ და კითხვა გიჩნდებათ…

„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე: 
ალ არაბ გოგ ხაინდრავამ მერე რა მოხდაო, 300 წელი იყვნენ არაბები თბილისშიო.
ბავშვებო,
ისტორიას რო კითხულობთ და კითხვა გიჩნდებათ, კი მარა ვინ იცავდა თბილისის არაბულ საამიროს და ვინ ეწინააღმდეგებოდა დავით აღმაშენებელსო – აგერ შეგიძლიათ ნახოთ ამის მაგალითი.
გოგა ხაინდრავასნაირი ქართველოფობი და ქართველთმოძულე სულ გვყავდა ოდიდგანვე – უბრალოდ ხან ხმას ვერ იღებდნენ, როცა ჩვენს სახელმწიფოს გარედან არავინ აჯდა, ხან კიდე პირველები გარბოდნენ გარეშე დამპყრობლის ფეხის საკოცნად.
ბიძინა ხო არის ბორის ივანოვი – ახლა კიდე დაიმატა არაბების ხელისკოცნაც და მათ წინაშე თავდახრაც.
ახლა იძახის ალ არაბ კრწანის ბიძინი მქვიაო.
რუსიც ვიქნები, არაბიც და თუ გინდათ ჩინელიც – ოღონდ ჩემი სახელობის მავზოლეუმი დაიდგას რუსთაველზე ლენინის მავზოლეუმის მსგავსად, მთელი ცხოვრება ვმართო და ვიბატანო ქართველ ხალხზეო.
თან ესეც არ იკმარა და ბაკულას ღორებივით შემოგვასია მისი მონა მორჩილი ჩინოვნიკები და პროპაგანდისტები, რომლებმაც გადაჭამეს ხალხის ფული ისე, რო კისერს ვერ ატრიალებენ.
ბავშვებო,
ასეთი რაღაცეები ჩვენს ქვეყანას ემართებოდა ხოლმე და ახალი ამაში არაფერია.
ჩვენი ამოცანაა ჩამოვრეცხოთ ერს ეს სირცხვილი და დავაყენოთ ქვეყანა განვითარების და გაძლიერების გზაზე!
ერთობა ერს!
ცნობისათვის, პრემიერმა მ საქართველოში მასშტაბური არაბული ინვესტიციები დააანონსა. როგორც მ განმარტა, არაბული კომპანია Eagle Hills თბილისში 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს და დიდ საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს. საქართველოსა და არაბულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
ინიციატივაზე დღეს ოცნების პროპაგანდისტმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა:
“ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?… ეხა შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს, რა შენი საქმეა? ვინ გეკითხება? – ის რო აშენდება, ხომ ნახავ? 60% უცხოელებზე გაიყიდებაო, უცხოელებზე გაიყიდება 60% მარა… 60% გაიყიდება ყველაზე… მერე რა?” – თქვა ხაინდრავამ.