Doritos-ისა და Cheetos-ის ფერადი ნეონის შეფუთვები ხომ გახსოვთ? ახლა ფუნჯი აიღეს და მასზე ყველაფერი წაშალეს, გააშიშვლეს და ასე რენესანსის ეპოქის დადგომაზე გვანიშნეს. SIMPLY NKD ახალ ფორმულას გვაცნობს, რომელიც ხემსის საღებავებისა და ხელოვნური დანამატების გარეშე დამზადებას გულისხმობს. ამ ამბავს კი The Renaissance of Snacking-ის კამპანიით გვიყვებიან და ჩიფსებს არც მეტი, არც ნაკლები კლასიკური, რენესანსის ეპოქის შიშველი სტილის ნამუშევრად წარმოგვიდგენენ, რომელიც თანამედროვე პალიტრით არის განახლებული. აქ სასქესო ორგანოები, ქსოვილების ნაცვლად. Doritos-ისა და Cheetos-ის შეფუთვით იმალება…
კარგად ნაცნობი ხემსის ხელოვნებად პოზიციონირებით ეს ნამუშევარი იუმორის მიზანთან შესაბამისობას ცდილობს, რაც წარმოადგენს სამყაროს, რომელშიც სიმარტივე მინიმალიზმს კი არა, თავდაჯერებას ემსახურება. მთლიანობაში, SIMPLY NKD პოზიციონირდება როგორც პროდუქტის განახლება, ისე შემოქმედებითი პროვოკაცია: რა ხდება, როცა თამამი ფერების მქონე ბრენდი ამ ფერებისგან გათავისუფლებას გადაწყვეტს?!
კამპანიაზე GUT Miami-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა.
www.marketer.ge




