შიშების კომპლექსი “ოცნებას” აიძულებს, გადადგას ნაბიჯები დიქტატურის დასამყარებლად – უსუფაშვილი

შიშების კომპლექსი მას აიძულებს, გადადგას მაქსიმალური ნაბიჯები დიქტატურის დასამყარებლად, – ასე აფასებს “ძლიერი საქართველოს” წევრი დავით უსუფაშვილი “ოცნების” მიერ ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გაშვებას. პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდს სურს, დააპატიმროს ყველა, ვინც მათ უსიტყვოდ არ დაემორჩილება.
შიშების კომპლექსი მას აიძულებს, გადადგას მაქსიმალური ნაბიჯები დიქტატურის დასამყარებლად. ყველას ციხეში ჩავსვამთ ვინც ჩვენ არ გვაღიარებს, ეს ნიშნავს, ვინც ჩვენ არ დაგვემონება, ვინც ჩვენი უსიტყვო შემსრულებელი არ გახდება, მაშინ მას მოუწევს თავისი კაბინეტიდან გამოსვლაც კი, იმიტომ, რომ თუ ყველა, ვინც მათ არ ვეთანხმებით, ციხეში უნდა ჩაგვსვან, მოუწევთ სამინისტროების ციხეებად გადაკეთება. ეს საძალაუფლებო თემა არ არის, ეს ზნეობრივი საკითხია. და როდესაც ხედავ, რომ მზია ამაღლობელი ზის ციხეში, ამის მერე იმ ციხეშ შესვლა ძალიან მარტივია, – ამბობს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გუშინ სასამართლომ 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც. დღეს ამავე ბრალდებით განაჩენს ელოდება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში