“შინ მომავლისთვის” | სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა – სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო საზოგადოებას პლატფორმა “შინ მომავლისთვის” წარუდგინა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ახალ პოლიტიკურ ინიციატივებზეც ისაუბრა, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების ინიციატივაზე.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელების ბრძოლის შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა კიევში 10 წლის წინ “ევრომაიდნის” სახელით ცნობილი მოვლენების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს გააკრიტიკა თქვა, რომ ეს კანონი რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს.
იხილეთ ასევე:
· “მოქალაქეობის შესახებ კანონში” შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს