შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, სხვა გმირები საკუთარ სამშობლოში ომს ვერ დაიწყებდნენ – ანწუხელიძის ცოლი

“საკუთარ სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ”, – ამბობს გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ქმრისა და აგვისტოს ომის სხვა გმირების შესახებ.
ასე გამოეხმაურა ის “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ.
“ბოლოს, გიორგი რომ წავიდა, 7 აგვისტო თენდებოდა. ცხინვალში შევიდნენ. ისინი რომ შედიოდნენ, მე გორიდან მოვდიოდი და გზაში შემხვდა ჯარის კოლონა. ბოლოს რომ ვესაუბრე, ვუთხარი, რომ იძახებდნენ და ფრთხილად ყოფილიყო – მე მგონი, ომი დაიწყო-მეთქი. გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი არ მომივაო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ამის შემდეგ მას ვეღარ დავუკავშირდი. ბოლოს, უკვე ნოემბერში, გადმოასვენეს გიორგის ცხედარი ნაწამები. ოსებმა აწამეს ცოცხლად და მოკლეს.
[…] ეს ბიჭები, ყველა – შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, აგვისტოს ომის თუ სხვა ომის გმირები შეეწირნენ თავის სამშობლოს. საკუთარ სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ […] ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ჰყავს, არის . ეს ყოველთვის ასე იყო”, – განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ დღეს, 2025 წლის 8 აგვისტოს.
“ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. უფრო ზუსტად, ისინი ომის დაწყებაში მაშინდელ ხელისუფლრბას – “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ისაუბრეს დღეს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, მ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი შესრულდა.
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, როგორც წესი, 7 აგვისტოს ეხმაურება, მოსკოვი და „ქართული ოცნების“ მთავრობა — 8 აგვისტოს. ამ დრომდე გამონაკლისი იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა შარშან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პირველად და თავისივე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს გაავრცელა.