
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგი მიაყენა.