შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან, მოშიმშილე სამოქალაქო აქტივისტის, თემურ ქათამაძის სოლიდარობის აქცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მოშიმშილე სამოქალაქო აქტივისტ თემურ ქათამაძეს.
მოქალაქეები აქტივისტ თემურ ქათამაძის გათავისუფლებასა და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართულ ოცნებას“ თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევება აქვს გადაწყვეტილი.
ინფორმაციისთვის, თემურ ქათამაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
აქტივისტი თემურ ქათამაძე 16 იანვრიდან იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.