შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარ სამმართველოს ახალი ბაზა აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან სთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალ, თანამედროვე სტანდარტების ბაზას ეწვია.
ირაკლი მ და ვახტანგ გომელაურმა, ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე, აღჭურვილობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში ხელს შეუწყობს.
პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრა და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
„დავათვალიერეთ ახალი ბაზა, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში, არის არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა ყველა თვალსაზრისით გამართული, ასევე, დავათვალიერეთ ახალი ტექნიკა, რომლითაც აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
მოგეხსენებათ, რომ მთლიანად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყველა მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, მადლობას ვუხდი თითოეულ წარმომადგენელს ამ დეპარტამენტის, რა თქმა უნდა, მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და მინდა ყველას მივულოცო ამ ახალი ბაზის გახსნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ახალი ბაზა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და სრულად არის მორგებული დეპარტამენტის თანამშრომლებზე.
„აღნიშნული, მაღალი დონისა და სტანდარტების მქონე ბაზა ნულიდან აშენდა. ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა, რომელიც, რა თქმა უნდა, შედის ამ დიდ დეპარტამენტში. ბაზის ტერიტორიაზე მოწყობილია საცხოვრებლები, სპორტული დარბაზი, სასადილო, ორკაციანი საცხოვრებლები, რომლებიც აქამდე არსად არ არსებობდა, ისინი სპეცდანიშნულების რაზმის თითოეული წევრისთვისაა განკუთვნილი. მოეწყო სასწავლო ოთახები, შევიძინეთ ახალი აღჭურვილობა და ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. დიდი ხნის წინ, წინა მთავრობის დროს შეძენილი მანქანები იყო და ჩვენ დავამატეთ, განვაახლეთ. განახლდა სპეცრაზმის შეიარაღება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა 20000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.
ბაზის ტერიტორია მოიცავს 150 თანამშრომელზე გათვლილ სამსართულიან ყაზარმას, სადაც მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები.
ბაზის ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო სამორიგეო და საიარაღო სივრცეები. აშენდა სასადილო, ასევე, სპორტული დარბაზი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება, ასევე, სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
გასულ წლებში სრულად განახლდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღება, ასევე, სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზების მშენებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისთვის, ამას კი სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რასაც უზრუნველყოფს „ნაცმოძრაობის“ ფინანსები, რომელიც ე.წ. კრიპტოვალუტის სახით შემოდის საქართველოში და შემდეგ ხდება მისი განაღდება რეალურ თანხებზე

ოპოზიციის ხსნის ერთადერთ გზას რევოლუცია წარმოადგენს, რომელსაც ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, ფინანსური რესურსის მობილიზება უკვე დაწყებულია, კერძოდ უცხოეთიდან აქტიურად ხდება ე.წ. კრიპტო ვალუტის შემოდინება