შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დასრულებისას საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლით, სოლიდარობის ხმა გააგონეს დაკავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებმა ორი აქცია დააანონსეს. ახალგაზრდები ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსთან გეგმავენ მისვლას, სადაც პრემიერ-მინისტრმა მ ლექცია უნდა წაიკითხოს.
ამასთან, მორიგი აქცია 26 მაისს, ვაკის პარკთან გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ