შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები შეიკრიბნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ისინი ამაღლობელის დაკავებას ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობად აფასებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
“რომ მოვედით, გვქონდა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელი გამოუშვეს დაკავების შემდგომ, თუმცა მალევე ისევ მოხდა მისი დაკავება. ეს არის ჟურნალისტების დევნა, ტერორის და ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობა. საქართველო არ არის არც და არც ბელარუსი. ჟურნალისტების დევნა, დაშინება და ის, რაც ხდება ბელარუსში და რუსეთში, საქართველოში ვერ მოხდება. ამისთვის ვართ მოსულები. სპონტანურად მოვედით და გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმში შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. “ბათუმელები” დიდი ხანია ეჩხირებათ ყელში. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია რომ არ მოსწონთ, ვიცით, მაგრამ ჟურნალისტების დევნა, დაკავება, ძალადობა არ გაუვათ და არ შერჩებათ”,- განაცხადა “პუბლიკის” მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
ცნობისთვის, “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დღეს ს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად დაკავების შემდეგ, ის დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი, “ბათუმელების” ინფორმაციით, ის კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს