შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, ბრალდებულმა ძვირფასეულობა, 14 000 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული ა.პ. დანის მუქარით დააყაჩაღა, ძვირფასეულობა, 14 000 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა