შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუროგაციასთან დაკავშირებულ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულ ცოლ-ქმარს სურდათ, სუროგაციის გზით ჰყოლოდათ შვილი, რისთვისაც მათთვის ნაცნობ ა.კ.-ს დაუკავშირდნენ.
შეთანხმებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, უთხრა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა, დაარწმუნა, რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახალშობილები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, რის გამოც დამატებით, ვითომდა მათი მკურნალობის მიზნით გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა. ზარალმა ჯამში 310 ათასი ლარი და 15 ათასი დოლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.კ. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?