შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური ალიანსი მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა“ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური ალიანსი მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა, რომელმაც მთავრობებს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის პრევენციისკენ მიმართული ძალისხმევისა და აღნიშნული გამოწვევის საპასუხო ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„ალექსანდრე დარახველიძემ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, როგორც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობისა და კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა შეასრულოს ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
მინისტრის მოადგილემ გამოსვლის ფარგლებში აღნიშნა, რომ უკანონო მიგრაცია მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ გამოწვევას წარმოადგენს. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული ისეთი საპასუხო ქმედებები, როგორიცაა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციის ატაშეების ქსელის ეფექტიანი საქმიანობა, Frontex-თან და Europol-თან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.
ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროს მზაობას, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა უკანონო მიგრაციისა და მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა