შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი სახოკია დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, გიორგი სახოკია დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, მ 10 ნოემბერს გამოსცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, 10 ნოემბრით თარიღდება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გიორგი ბუთხუზი გათავისუფლდა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ბუთხუზი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: წარმოიდგინე ექვს მილიარდს დებ ქვეყანაში, იყოს ექვსი მილიონი, ჯანდაბას, ექვსი ათასი… და დაგუგლე და გაირკვა რომ ამ ქვეყანაში კორუფციისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებით დაიჭირეს ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი…