შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნეს

ირაკლი კობახიძემ ვახგანგ გომელაურის შემცვლელი წარადგინა – მას შეცვლის გელა გელაძე. იგი სუს-ის შეცვლილი უფროსის მოადგილის პოსტზე თითქმის ორი თვის წინ დანიშნეს.
ახალი მინისტრის პრეზენტაციას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, – რომელიც დღეს დილას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა საზოგადოებას და თქვა, რომ სურს, ოჯახს მეტი დრო დაუთმოს, – არ დასწრებია.
გელა გელაძე 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის 5 აპრილამდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო, 5 აპრილს კი სუს-ის ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ირაკლი კობახიძემ გელაძე წარადგინა, როგორც „გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის „მრავალწლიანი სტაჟი“.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო