შიმშილობის მე-6 დღე პარლამენტთან – როგორია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

შიმშილობის მე-6 დღე პალამენტთან – ამ დროისათვის პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე 6 ადამიანი მიმართავს. აქედან ერთი წინასწარი დაავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ამ დროისათვის მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამორიცხული არ არის, ის ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს.
“ჯერჯერობით აქციის მონაწილეები თავს კარგად ვგძნობთ, ხმნედ ვართ. მოგვემატა კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ქალბატონი, რომელმაც თვითონ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად ყოფნის და ჩემთვის ძალიან კარგი ნიშანია, იმიტომ, რომ ზოგადად, მგონია, რომ შიმშილობის აქცია მანც მაგალითია დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს, რა ფრომით შეიძლება, გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი და ეს უსამართლობა, რაც ხდება. ციხე სავსეა პოლიტიკური პატიმრებით, სინდისის პატიმრებით, ქუჩაში ხალხს არბევენ, სცემენ, დევნიან და ამ ვითარებაში შიმშილობის აქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები პარლამენტთან ორი მთავარი მოთხოვნის გარშემო ერთიანდებიან: ახალი, სამართლიანი და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.