შიმშილობის გამო, სერბი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

სერბეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის წამყვანმა ფიგურამ სამშაბათს პირობა დადო, რომ ს გაყალბების გასაპროტესტებლად, ექიმების რჩევის საწინააღმდეგოდ, შიმშილობას გააგრძელებს. შიმშილობის მეცხრე დღეს მარინკა ტეპიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ოპოზიციურმა ალიანსმა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, რომელმაც დეკემბრის დასაწყისში საყოველთაო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, მმართველი პარტია ხმების ფართომასშტაბიან გაყალბებაში დაადანაშაულა. ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.
ტეპიჩს, რომელმაც ხუთ კოლეგასთან ერთად შიმშილობა არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეში ორჯერ გადასხმას უკეთებენ. „როიტერისთვის“ მიცემულ ინერვიუში მან თქვა, რომ სამშაბათს ექიმების გუნდის რჩევას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ გაიზიარებს.
საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ ხმების 46,72% მოიპოვა. კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ მეორე ადგილზეა ხმების 23,56%-ით, ხოლო მესამეზე სერბეთის სოციალისტური პარტია გავიდა 6,56%-ით.
გასულ ორშაბათს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ მედიის კონტროლის, პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის არასათანადო გავლენისა და ხმის მიცემის დარღვევების, მათ შორის, ხმების ყიდვის შედეგად, მმართველმა პარტიამ უსამართლო უპირატესობა მოიპოვა.
„სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ არჩევნების შედეგების გამო ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს აწყობს საარჩევნო კომისიის წინ. კვირას საღამოს აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და პოლიციამ 38 ადამიანი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები