შიკის დუბლი კომპენსირებულ დროში – “ბაიერმა” “ყარაბაღს” საოცარ მატჩში სძლია

ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები გაიმართა და ყველა მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.
ბაქოში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში „ყარაბაღი“ „ბაიერს“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა (2:2). ანგარიში მაშინ 90+2-ე წუთზე პატრიკ შიკმა გაათანაბრა. დღევანდელ დაპირისპირებაში 67-ე წუთზე აზერბაიჯანული გუნდი ისევ 2:0 დაწინაურდა, რომელსაც იქამდე მცველი ელვინ გაფარგულიევი გაუძევეს. 72-ე წუთზე ჯერემი ფრიმპონგმა სხვაობა შეამცირა, ხოლო კომპენსირებულ დროში შიკმა დუბლი შეასრულა, თავის გუნდს გამარჯვება 3:2 და შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა. „ყარაბაღში“მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კვლავ სათადარიგო იყო.
ასე და ამრიგად, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერი“, „ლივერპული“, „ატალანტა“, „მილანი“, „რომა“, „ვესტ ჰემი“, „მარსელი“ და „ბენფიკა“ გავიდნენ.
კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში „ოლიმპიაკოსი“, „პაოკი“, „ფიორენტინა“, „ლილი“, „ასტონ ვილა“, „პლზენი”, “ფენერბაჰჩე” და „ბრიუგე“ ითამაშებენ.
ევროტურნირების კენჭისყრა დღეს ჩატარდება.