შიიტი მუსლიმები წმინდა ფატიმას დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, წმინდა ფატიმას დაბადების დღეს აღნიშნავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შიიტ მუსლიმებში ეს დღე ქალთა დღედ არის აღიარებული.
„წმ. ფატიმას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს შიიტ მუსლიმებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს