შიიტი მუსლიმები ღადირ ხუმს დღესასწაულობენ

დღეს, შიიტი მუსლიმები მნიშვნელოვან – ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამი ალი, ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველ მუჰამედის მეშვეობით, იმამად (მემკვიდრედ) აირჩიეს.
მათივე ცნობით, გადმოცემით, სწორედ ამ დღეს, ჰიჯრის (გადასახლების) მეათე წელს, წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, ალაჰის ბრძანებით გამოაცხადა იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი თავის მემკვიდრედ, ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის).
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ..

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება