შიიტი მუსლიმები იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს შიიტი მუსლიმები მესამე იმამის, ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„იმამი ჰუსეინი იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი, იმამ ალის მეორე ვაჟი. იმამ ჰუსეინი 626 წელს ქალაქ მედინაში დაიბადა და 680 წელს, ქარბალასთან ტრაგიკულად დაიღუპა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ულოცავს იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ