შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები.
ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ასევე დაგაინტერესებთ

IMF-ის მხრიდან დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შეზღუდვის მოთხოვნა მიუთითებს, რომ სებ-ს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ, არაგამჭვირვალედ ან არარეგულარულად გადასცეს თანხები მთავრობას – რომან გოცირიძე