შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
„პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მას აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ლევან ხარაბაძემ მიხეილ შაყულაშვილი ჩაანაცვლა. ყაულაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ს დანიშნული იყო. მან თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე, მარტის დასაწყისში, დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის