შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ ბათუმი წელსაც უმასპინძლებს

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ წელსაც უმასპინძლებს. აღინიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს 1 ივლისიდან კამპანიაში ჩართვისა და რეგიონში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. კამპანიაში რეგისტრაციის შემდეგ, რომელიც ივლისიდან დაიწყება მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონ, შექმნან საინტერესო კონტენტი, გამომწერებს გაუზიარონ და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით პირველად გასულ წელს ჩატარდა. ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა, მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს.
კამპანიის მიზანი გასული წლის მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა, თუ ინფლუენსერს 1 ივლისიდან დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შტაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.
აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზის 100, 000 ლარის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ წვდომას.
გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“