შიდა ტურები გაძვირდა, თუ 2 წლის წინ ფასი 25 ლარი იყო, ახლა 55 ლარი ღირს – ახალგაზრდა გიდების ასოციაცია

„შიდა ტურიზმის ინფრასტრუქტურის გამართულობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკმაოდ კარგი გზაა, ქუთაისიდან, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გავლით, უშგულის მიმართულებით. ეს გზა წელს უკვე გაიტესტა და სრულად ხელმისაწვდომია ტურისტული მიზნებისთვის – ქუთაისიდან უშგულში მოხვედრა 3 საათშია შესაძლებელი, არადა, აქამდე ამას 10 საათი სჭირდებოდა“, – ამის შესახებ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა, განაცხადა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის ხარვეზების ფონზე, კაპადოკიამდე 5-დღიანი მგზავრობა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე უშგულამდე 3-საათიანი.
„ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ახალ გზაზე, რომლითაც უშგულს უკავშირდები, არ არის სველი წერტილები თუ სხვა ტიპის ლოგისტიკური კვანძები. საუბარია, 3-საათიან მარშრუტზე. ამის გამო კი ტურისტები პრეტენზიას ჩვენთან გამოთქვამენ.
ქუთაისიდან უშგულში მოხვედრა 3 საათშია შესაძლებელი, არადა, აქამდე ამას 10 საათი სჭირდებოდა
შიდა ტურიზმის ინფრასტრუქტურის გამართულობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკმაოდ კარგი გზაა, ქუთაისიდან, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გავლით, უშგულის მიმართულებით. ეს გზა წელს უკვე გაიტესტა და სრულად ხელმისაწვდომია ტურისტული მიზნებისთვის – ქუთაისიდან უშგულში მოხვედრა 3 საათშია შესაძლებელი, არადა, აქამდე ამას 10 საათი სჭირდებოდა.
ამ გზის გაკეთებამ ხელი შეუწყო, როგორც ქუთაისის ტურისტული კუთხით გააქტიურებას, ასევე თავად უშგულის კიდევ უფრო სასურველ ადგილად გადაქცევას. მეორე მხრივ, ამ გზაზე არ არის სველი წერტილები თუ სხვა ტიპის ლოგისტიკური კვანძები. საუბარია, 3-საათიან მარშრუტზე.. ამის გამო კი პრეტენზიას ჩვენთან გამოთქვამდნენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არაა მოსასვენებელი ადგილები, სადაც ტურისტს შეუძლია ჩამოჯდეს, ძალები აღიდგინოს და მცირედით წაიხემსოს.
რომ შევადაროთ – კაპადოკიის 5-დღიანი მარშრუტი გაცილებით უფრო კომფორტული და ნაკლებად პრობლემატურია, ვიდრე ეს 3-საათიანი მარშრუტი, რადგან იქ პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზეა მსგავსი ადგილები იმისთვის, რომ ადამიანმა თავისუფლად და კომფორტულად მგზავრობა შეძლოს.
რაც შეეხება ფასებს, მათი მომატება გვიწევს და თუკი 2 წლის წინ ტური 25 ლარად გვქონდა, ახლა ის 55 ლარი ღირს. საპირისპირო ვითარებაა სასტუმროების ნაწილში და თუ სასტუმრო გასულ წლებში 80 დოლარად ქირავდებოდა, წელს 60 და 50 დოლარი ღირს – ცვეთა მეტია, შემოსავალი – ნაკლები. ყველაფერ ამის ფონზე, როგორ უნდა განვითარდეს შიდა ტურიზმი და, საერთოდ, შიდა ტურიზმის განვითარებას რას ეძახიან, სრულიად გაუგებარია“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.
bpn.ge