“შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ

რამდენიმე დღეა, “შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ცრუ კამპანიაში ჩაერთო, ასეთი მობილიზაცია და პროტესტი “ნაცმოძრაობის” დროს ადამიანების წამებაზე და მკვლელობაზე რომ გამოეხატა, ბევრი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა.
“რამდენიმე დღეა, “შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ… ველოდებით სააკაშვილს, რომელიც მის ფაქიზ გრძნობებზე დაპოსტავს და გვეტყვის, რომ საკანში, სადაც უმძიმესი დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, ჭიანჭველასაც კი არ აბიჯებს ფეხს… საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ ცრუ კამპანიაში, ასეთი მობილიზაცია და პროტესტი ადრეც რომ გამოეხატა, თუნდაც ციხეებთან, სადაც უდანაშაულოდ დაჭერილ ადამიანებს სისხლში აბანავებდნენ, აწამებდნენ, გვამებზე აბამდნენ და მოკლული პატიმრების ცხედრებს ნახერხით ტენიდნენ, ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით.” – წერს შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის