შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, წერილი დეტალურად რომ გაიარონ, ვერაფერს აღმოაჩენენ ისეთს, რომლითაც საქართველო ჩამორჩება გეგმის შესრულებაში.
„ახლა, რა გვაძლევს ამის ფიქრის საფუძველს: პირველ რიგში ის, რომ არსებობს საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით წინ არის კანდიდატ ქვეყნებზე და ბევრი მიმართულებით არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს.
მეორე ის, რომ არ არსებობს საქართველოს მიერ მიღებული ისეთი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროსტანდარტს. პირდაპირ, უნამუსოდ გეუბნებიან, რომ ეს კანონი რომელიც ლგბტ პროპაგანდას და ოჯახების დაცვას გულისხმობს მიმართულია სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგოდო, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა უფლებები დაცულია, კანონის წინაშე ყველა ერთიანია. აქ საუბარია, რომ ბავშვებს არ უნდა შესთავაზო სქესის გადაკეთება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილში დეტალურად არის საუბარი იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადადგა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ევროკომისიასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილემ ამაყად გამოგვძახა – კიბო გაქვს, მაინც მოკვდებიო. ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო და მათაც, ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო