“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი” – რას ამბობს საგამოძიებო უწყებიდან გამოსული ნინო ლომჯარია

სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველის გამოკითხვა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ, რომელიც არჩევნების გაყალების საქმეზე, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, გამომძიებელს ჩვენება მისცა და ის მტკიცებულებები გადასცა, რომელიც არჩევნების დღეს და შემდეგ მოაგროვეს.
ლომჯარიას თქმით, პროკურატურას ცესკოს შესაძლო გადაცდომებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
“მე მოვყევი ჩემი სათქმელი, ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე, რას ეყრდნობოდა, რა მტკიცებულებებს და გადავეცი ყველანაირი მასალა, შემდეგ კი იყო კონკრეტული შეკითხვები, თუ ვინ არიან დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას და ა.შ. უფრო მეტად იყო შეკითხვები, სახელებსა და გვარებზე. ჩემი პასუხი იყო შემდეგი: საჩივრები, რაც დავტოვეთ, დეტალურად აღწერს, რომელ უბანზე რა ხდებოდა, ვინ იყო დამკვირვებელი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და პირიქით, ისინი მთხოვენ რომ დავუმტკიცო, არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…