1980-90-იანი წლების ჰოლივუდის კინოვარსკვლავთა შორის განსაკუთრებული ადგილი „ნეოს“ – კიანუ რივზს უჭირავს. მისი ყველა ფილმი თუ პერსონაჟი გამორჩეულია, ისევე, როგორც თავად კიანუ რივზი – რეალურ ცხოვრებაში.
კიანუ ჩარლზ რივზის მშობლებმა – პატრისიამ და სემუელმა, ერთმანეთი ბეირუთში, ლიბანში, სამოქალაქო ომამდე გაიცნეს და ბეირუთში 1964 წლის 2 სექტემბერს დაიბადა მომავალი მსახიობიც. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კიანუს დედა ერთ-ერთ ბარში მოცეკვავე იყო. ბავშვს ჰავაიში გავრცელებული სახელი – კიანუ დაარქვეს, რაც „მთიდან მონაბერ ცივ ქარს“ ნიშნავს.
მოგზაურობის მოყვარული ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. კიანუს და – კიმი, ავსტრალიაში დაიბადა. მომავალი მსახიობი 3 წლის იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. ამ ამბის შემდეგ პატრისია – კიანუს დედა, კიდევ სამჯერ გათხოვდა. ერთ-ერთ ქორწინებაში გოგონა – კარინა მილერი შეეძინა. მსახიობს ნახევარდა ჰყავს მამის მხრიდანაც – ემა როუზ რივზი.
კიანუმ დებთან ერთად ბავშვობის დიდი ნაწილი ტორონტოში გაატარა. პატრისია კოსტიუმერი გახდა და სწორედ დედის დახმარებით რივზმა პატარა ასაკში გაიცნო დოლი პარტონი, დევიდ ბოუი და ელის კუპერი.
1980-იანი წლების დასაწყისში ის მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობდა.
1988 წელს გადაღებულმა ფილმმა „სახიფათო კავშირები“ კიანუ რივზთან ერთად დიდი წარმატება მსახიობ უმა თურმანსაც მოუტანა. პირველი ყველაზე დიდი წარმატება კი კიანუს ფილმმა „ბილი და ტედი“ მოუტანა.
დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგიური ტრილერი „ეშმაკის ადვოკატი“ , სადაც ახალგაზრდა მსახიობმა შარლიზ ტერონთან და ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშა. როგორც ამბობენ, კიანუს ისე ძლიერ სურდა ამ მსახიობებთან ერთად თამაში, რომ საკუთარი ჰონორარიდან, რაც 8 მლნ დოლარს შეადგენდა, 2 მლნ დოლარი დათმო, რათა პროდიუსერებს ალ პაჩინოსა და შარლიზ ტერონისთვის გადაეხადათ.
კიანუ რივზზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ფილმი „ტკბილი ნოემბერი“, „კონსტანტინი“ და რა თქმა უნდა – „მატრიცა“. ამ საოცარმა ნამუშევრებმა შედეგი გამოიღო და ჰოლივუდის “დიდების ხეივანში” კიანუ რივზის ვარსკვლავი გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, მსახიობის პირადი ცხოვრების მიმართ ყოველთვის იყო ინტერესი. წლების განმავლობაში, კიანუს ჰოლივუდის არაერთ გამორჩეულ ლამაზმანთან ჰქონია რომანი, ამ სტატიაში სწორედ კიანუ რივზის რომანების შესახებ მოგიყვებით:
1. ჯილ შოლენი – 1986 წ
წყვილმა ერთმანეთი 1986 წელს გაიცნო, როდესაც ერთად თამაშობდნენ Babes Toyland-ში. მათი ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა. დაშორებისთანავე, ჯილმა რომანი ბრედ პიტთან გააბა.
2. ჯენიფერ საიმი – 1998 წ
რივზი და ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ საიმი ერთმანეთს 1998 წელს შეხვდნენ. მალევე განაცხადეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. მათი ქალიშვილი ავა 2000 წლის იანვარში, მკვდარი დაიბადა. ურთიერთობამ შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო და წყვილი რამდენიმე კვირაში დაშორდა. 2001 წლის 2 აპრილს, ჯენიფერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
3. ალექსანდრა გრანტი – 2019 წ
წყვილი ერთმანეთს უკვე წლებია იცნობს. პირველად ერთად იმუშავეს რივზის წიგნზე, Ode to Happiness. მათ ერთად დააარსეს გამომცემლობა X Artists’ Books. ცოტა ხნის წინ, ოფიციალურმა წყარომ დაადასტურა, რომ კიანუ მალე დაქორწინებას აპირებს.