ნიკოლ კიდმანს უკვე წლებია ხშირად ვხედავთ ეკრანზე დედის როლში, ცხოვრებაშიც, მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს თავის ორ უმცროს შვილთან, 16 წლის როუზ და 14 წლის ფეით ურბანებთან. თუმცა, ნიკოლ კიდმანის ურთიერთობა ორ უფროს შვილთან შედარებით უფრო დაძაბულია.
57 წლის მსახიობი საჯაროდ არასდროს საუბრობს ბელასა (31 წლის) და კონორის(29 წლის) შესახებ. მათთან ერთად ნიკოლი 16 წელია საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოსკაროსან ავსტრალიელ მსახიობს, ორი კვირის წინ, უფროსმა შვილებმა გულთბილი წერილი მისწერეს, როდესაც გაიგეს, რომ ვარსკვლავის დედა დაიღუპა.
კიდმანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ბელა და კონორი “მამის ერთგულნი” არიან და მას “დედას არ ეძახიან,” რადგან როცა ტომ კრუზს დაშორდა, მათ შვილებმა საიენტოლოგია აირჩიეს და დედასთან ურთიერთობაზე უარი თქვეს.
მსახიობის დედის, ჯანელის, მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი, და-ძმამ ემოციური წერილი მისწერა მას, რაც შესაძლოა კავშირის აღდგენაზეც მიუთითებდეს.
ნიკოლმა დედის გარდაცვალების ამბავი იტალიაში, ვენეციის ფესტივალზე ჩასვლიდან რამდენიმე საათში გაიგო. მსახიობი კინოფესტივალზე ახალ ფილმს, Babygirl-ს წარადგენდა, სადაც საუკეთესო მსახიობის ჯილდოზე გაიმარჯვა, მაგრამ მის ნაცვლად პრიზი რეჟისორმა ჰალინა რეინმა მიიღო და მსახიობის განცხადება წაიკითხა: “დღეს ვენეციაში ჩამოვედი და მალევე გავიგე, რომ დედაჩემი, ჯანელ ენ კიდმანი, გარდაიცვალა. შოკში ვარ და ოჯახთან უნდა წავიდე, მაგრამ ეს ჯილდო მას ეკუთვნის – მან ჩამომაყალიბა, ის ყოველთვის გვერდით მედგა”, – აღნიშნავდა წერილში მსახიობი.