შვილებისა და ცოლის თვალწინ გუშინ მხეცურად მოკლული 31 წლის პუბლიცისტი ჩარლი კირკი, კონსერვატიული აზრის ცნობილი ლიდერი მრავალმილიონიანი მიმდევრებით, არის “Deep State”-ს მორიგი მსხვერპლი
შვილებისა და ცოლის თვალწინ გუშინ მხეცურად მოკლული 31 წლის პუბლიცისტი ჩარლი კირკი, კონსერვატიული აზრის ცნობილი ლიდერი მრავალმილიონიანი მიმდევრებით, არის “Deep State”-ს მორიგი მსხვერპლი, ისე როგორც მაგალითად ცოტა ხნის წინ გერმანიაში ზუსტად არჩევნების წინ კონსერვატიული და მზარდად პოპულარული პარტია “ალტერნატივა გერმანიისათვის” უეცრად და ერთბაშად გარდაცვლილი 7 კანდიდატი – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ეს არის გაფრთხილება და თან ძალიან სერიოზული გაფრთხილება “Deep State”-ს მხრიდან, მათ შორის დონალდ ტრამპისათვის, რომელმაც ახალგაზრდობის მხარდაჭერა დიდწილად სწორედ ჩარლი კირკის პოპულარობით და აქტიური მხარდაჭერით შეძლო.
„შვილებისა და ცოლის თვალწინ გუშინ მხეცურად მოკლული 31 წლის პუბლიცისტი ჩარლი კირკი, კონსერვატიული აზრის ცნობილი ლიდერი მრავალმილიონიანი მიმდევრებით, არის “Deep State”-ს მორიგი მსხვერპლი, ისე როგორც მაგალითად ცოტა ხნის წინ გერმანიაში ზუსტად არჩევნების წინ კონსერვატიული და მზარდად პოპულარული პარტია “ალტერნატივა გერმანიისათვის” უეცრად და ერთბაშად გარდაცვლილი 7 კანდიდატი. ეს არის გაფრთხილება და თან ძალიან სერიოზული გაფრთხილება “Deep State”-ს მხრიდან, მათ შორის დონალდ ტრამპისათვის, რომელმაც ახალგაზრდობის მხარდაჭერა დიდწილად სწორედ ჩარლი კირკის პოპულარობით და აქტიური მხარდაჭერით შეძლო. მკვლელობამდე ექვსი თვით ადრე ჩარლი კირკმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კარგია მხოლოდ უკრაინის მმართველი კლასისთვის, რომელიც ამაზე ხელს ითბობს „თქვენ უნდა დასვათ ძალიან მარტივი კითხვა: ვინ სარგებლობს მშვიდობით და ვინ სარგებლობს ომით? უკრაინის ხალხი სარგებლობს მშვიდობით. ამერიკის ხალხი სარგებლობს მშვიდობით. კაცობრიობა სარგებლობს მშვიდობით. მაგრამ მაშინ ვინ სარგებლობს ომით? სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, უკრაინის მმართველი კლასის ოლიგარქები.” მსოფლიოში მიდის დაუნდობელი ბრძოლა “Deep State”-ს და მის ოპონენტებს შორის და როგორც ვხედავთ, ამ ბრძოლაში ყველაფერი მოსულა.“ – წერს ანჯაფარიძე.
